Advanced Search Filters
Filter search results by source, date, and more with our premium search tools.
" "– დღის კოშმარი გესიზმრებოდა, – უთხრა რაჰელმა.
– კოშმარი კი არა, სიზმარი იყო, – მიუგო ამუმ.
– ესტას ეგონა, რომ კვდებოდი.
– ისეთი სევდიანი იყავი, რომ...… – თავი იმართლა ესტამ.
– ძალიან ბედნიერი ვიყავი, – თქვა ამუმ და მიხვდა, რომ მართლაც ასე იყო.
– ამუ, როდესაც ადამიანს ბედნიერება ესიზმრება, ეგ ითვლება? – ჰკითხა ესტამ.
– რა ითვლება?
– აი, ეგ სიზმრად ნანახი ბედნიერება.
ამუ მშვენივრად მიხვდა, რას გულისხმობდა მისი ქოჩორწამხდარი ვაჟი.
იმიტომ, რომ სინამდვილეში მხოლოდ ის ითვლება, რაც ჩასათვლელია.
მარტივი, სრულიად მყარი ბავშვური სიბრძნე.
ძილში თუ თევზი ჭამე, ითვლება? იმას ნიშნავს, რომ თევზი მართლაც შეჭამე?
სიზმრის ხალისიანი კაცი, რომელმაც ნაკვალევი არ დატოვა, ითვლებოდა, თუ არ ითვლებოდა?
Arundhati Roy (born 24 November 1961) is an Indian writer and social activist
Biography information from Wikiquote
Filter search results by source, date, and more with our premium search tools.
Related quotes. More quotes will automatically load as you scroll down, or you can use the load more buttons.
Add semantic quote search to your AI assistant via MCP. One command setup.